суббота, 6 июня 2015 г.

ტრენინგის მე-9 დღე
მეცხრე  დღეს დამთავრდა  ტრენინგი ინტელის სასწავლო კურსი ,,პროექტზე
დაფუძნებული სწავლება და ისტ-ის ტექნოლოგიები".
ყველა დღე საინტერსო და მნიშვნელოვანი იყო. გავიარეთ რვა მოდული, თითოეული
მოდული ცოდნის მომცემი იყო. ვისწავლეთ პროექტის გეგმის დაწერა, ბუკლეტების
დამზადება, მიმართულების მიმცემი კითხვების შემუშავება, რესურსების  შექმნა,
პრეზენტაციების გაკეთება, უკუკავშირის მოხდენა,გუგლდრაივში მუშაობა,...
  ტრენინგმა გვიჩვენა, რომ პროექტებით სწავლება შესაძლებლობას იძლევა
სასწავლო აქტივობები დუკავშირდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.


მადლობა ქლბატონო დიანა საინტერესო ტრენინგებისთვის.

                    უფალი გფარავდესთ!

ტრენინგის მე-8დღე
ვისაუბრეთ შეფასევბებზე, განვიხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია და
და მივახდინეთ უკუკავშირი.
 ვნახეთ ერთმანეთის შეფასების რუბრიკები,ცხრილები. ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნა.ვიმუშავეთ გუგლდრაივში.
ტრენინგი მე-7 დღე
მოვახდინეთ ნამუშევრების პრეზენტაცია და უკუკავშირი.ვიმუშავეთ მოდულის
თემატურ და ზოგად კითხვებზე. ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე,
მისწავლეთა საჭიროებებზე.ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა და
გუგლდრაივში მუშაობა.
საინტერესო დღე იყო.




ტრენინგის მე-6 დღე
ვისაუბრეთ პროექტში ინტერნეტის გამოყენებაზე, დავათვალიერეთ მოსწავლეთა
ნამუშევრები და მოვახდინეთ მათი შეფასება. ვისაუბრეთ , ვიმსჯელეთ და გავაანალიზეთ,თუ როგორ გვეხმარება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი მიმართულების
 მიმცემ საკვანძო კითხვებზე პასუხის გაცემაში. მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო
 ნაშრომის დაკავშირება, კითხვებთან , მიზნებთან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებთან.
ავტვირთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.დავიწყეთ  მოსწავლის ნამუშევრის შექმნა.



ტრენინგის მე-5 დღე
გავიხსენეთ და განვიმტკიცეთ ნასწავლი.განვიხილეთ ერთერთი ჯგუფის წევრის
პროექტის გეგმა , შევიტანეთ შესწორებები. შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაო
საპრეზენტაციო ფურცელში.მოვახდინეთ ერთმანეთის ნამუშევრების გაზიარება
და უკუკავშირის მიღება.ვისაუბრეთ საავტორო  უფლებებზე და შევინახეთ საქაღალდეში.აგრეთვე ვისაუბრეთ სკაიპზე და სოც. ქსელზე.
ტრენინგის მე-4 დღე
გავიხსენეთ და განვიმტკიცეთ წინა დღის მასალა. ვისწავლეთ ფონის შეცვლა, მაკრატლის გამოყენება.ვიმუშავეთ ბუკლეტების დამზადებაზე.განვიხილეთ შეფასების
სხვადასხვა მეთოდები,ვისწავლეთ შეფასების  ხუთი ძირითადი  მიზანი. მოგვეცა
საშინაო დავალება.